ქოლგა თბილისი ფოტო 2013

11 წლის მანძილზე, ფოტოკონკურსის ყოველწლიურად წარმატებით ჩატარების შემდეგ, ბოლო პერიოდის მთავარ მოვლენად “ქოლგას” კონკურსის რებრენდინგი და “ქოლგა თბილისი ფოტოდ” გარდაქმნა შეიძლება ჩაითვალოს. 2012 წლიდან, "ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას მასპინძლობს, რომლებზეც წარმოდგენილია როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები. 2013 წელს ფოტოკვირეულის ფორმატი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმულ კლასიკური ფოტოხელოვანების ნამუშევრებს, ისე თანამედროვე ამერიკელ, ესპანელ, გერმანელ და ქართველ ფოტოხელოვანების ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს. მათ შორის წარმოდგენილი იქნება: ბენედიქტ ჯ. ფერნანდესი (აშშ), მარკ ასნინი (აშშ), ვინსენტ ჩიანი (აშშ), ლუი პალუ (აშშ), ვოლფ ბიოვიგი (გერმანია), ჯონ კასანავე (ესპანეთი), მანელ ესკლუსას (ესპანეთი) ფოტონამუშევრები. "ქოლგა თბილისი ფოტო", ასევე, უმასპინძლებს შთამბეჭდავ საერთაშორისო ექსპოზიციას "ჩინური ისტორიები", რომელიც წარმოადგენს 30 ფოტოგრაფის ნამუშევარს ჩინეთის შესახებ. "ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება იმ ქართველი ფოტოგრაფის რჩეული ნამუშევრები, რომელსაც ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წელს "ქოლგა თბილისი ფოტო" ალექსანდრე როინაშვილის ტრადიციულ პრიზს გადასცემს.


"ქოლგა თბილისი ფოტო 2013"-ის ფარგლებში, გალერეა “ლიჰტბლიკთან” თანამშრომლობით და ბრიტანეთის საბჭო საქართველოს და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, "ქოლგა თბილისი ფოტო" გამართავს ვორქშოფებს, სემინარებს, დისკუსიებსა და პორტფოლიოების განხილვებს. საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით მთელი მსოფლიოდან, მათ შორის არიან: Mark Ashin (ნიუ ორკი), Vince Ciani (ნიუ ორკი), Mimi Mollica (ლონდონი), Louie Palu (ვაშინგტონი), Kurt Tong (ჰონგკონგი), Wolfgang Zurborn (კიოლნი). განათლების სექციის განვითარება "ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში ხაზს უსვამს ჩვენს ხედვას, რაც ფოტოხელოვნების, როგორც საქართველოში მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის, კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას გულისხმობს.

ფოტოკონკურსი 2013

ყოველწლიური ფოტოკვირეული “ქოლგა თბილისი ფოტო”-ს დასკვნითი ეტაპი გაიმართება 2013 წლის 1-10 მაისს. საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციის განმტკიცებისთვის, ფოტოკონკურსი გამოცხადდა უცხოეთშიც  როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე ევროპაში. ბოლო ორი წელია, კონკურსის საუკეთესო ნამუშევრები გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, გალერეა ლიჰტბლიკში იფინება.წელს საპრიზო ფონდი 10000 ლარით განისაზღვრა. ეს თანხა ოთხ ნომინაციაში... Read More

გამოფენები

ივენთები

ვორქშოფები

Previous Tab Next Tab

photo

თამარ მეფის ქვების კვლევა

ელაინ ლინგი | 2-4 მაისი

photo

ამბის თხრობა 21-ე საუკუნეში

სტეფენ ჩოუ | 2-4 მაისი

photo

თბილისის ქუჩებში

ვოლფგანგ ცურბორნი | 7-9 მაისი

photo

“ნაცნობის” მოხელთება, ყველას...

კურტ ტონგი | 7-7 მაისი

photo

ხანგრძლივი პროექტები

ლუი პალუ | 2-4 მაისი

photo

ფოტოების მიმოხილვა და საკუთარი...

მიმი მოლიკა | 2-4 მაისი

photo

ფოტო რეპორტაჟის ხელოვნება

ვინსენტ ჩიანი | 2-4 მაისი

photo

ამბის თხრობა

მარკ ასნინი | 2-4 მაისი

ლექციები

Previous Tab Next Tab

photo

არარსებული ცხენის ჭენება

შტეფი შიონე | 2 მაისი

photo

ჩემი ცხოვრება სურათებში

მიმი მოლიკა | 4 მაისი

photo

კონფლიქტის ვიზუალური დიალოგი

ლუი პალუ | 6 მაისი

პორტფოლიო განხილვები

Previous Tab Next Tab

photo

პორტფოლიო გასეირნება თბილისში

9 ივნისი

photo

პორტფოლიო გასეირნება თბილისში

9 ივნისი

პარტნიორები

სპონსორები

პარტნიორები

მედია პარტნიორები

მხარდამჭერები